19 ივნისი 2026,   12:21
ვრცლად
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის უნდობლობის ორი ვოტუმი ჩავარდა

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის უნდობლობის ორი ვოტუმი ჩავარდა. სებასტიან ლეკორნუს მთავრობის დათხოვნას მხარი 271-მა დეპუტატმა დაუჭირა. ინიციატივის დამტკიცებისთვის 289 ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრის დანიშვნის მიზეზი მთავრობის საფინანსო და საბიუჯეტო პოლიტიკა გახდა. თანამდებობაზე მეორედ დამტკიცებული პრემიერ-მინისტრის სებასტიან ლეკორნუს მთავრობისთვის ვოტუმის გამოცხადების ინიციატორები მთავარი ოპოზიციური პარტიები იყვნენ.

პრემიერ-მინისტრმა სადავო საპენსიო რეფორმის 2027 წლამდე გადადების პირობა დადო. რასაც მხარი უმსხვილესმა ოპოზიციურმა "სოციალისტების" პარტიამ დაუჭირა.

დღის ამბები