"მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედისმომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ვიმედოვნებ, რომ ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი, სტაბილურო მშვიდობის დასაწყისი როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა, კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად", - წერს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.