18 აგვისტო 2026,   09:57
ვრცლად
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, საქართველოს ეწვევა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია" ავრცელებს.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის წევრებს შეხვდება. განცხადების თანახმად, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე. აქცენტი გაკეთდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერაზე 2008 წლის ომის შედეგებთან დაკავშირებით.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტს მიესალმება.

"მივესალმებით, ვინც ჩამოვა საქართველოში და მივესალმებით ევრო-ბიუროკრატს, ნებისმიერი ქვეყნის ლიდერს, სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე და არა აღქმებზე სასაუბროდ. ფატებზე საუბრისთვის დიდი ხანია მზად ვართ და არასდროს ამას არ გავურბოდით", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები