პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ევროპელი ლიდერების მხრიდან, თბილისში, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შეფასებას ეხება.
"მანამ, სანამ ბრიუსელი არ დაგმობს და არ გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად", - წერს შალვა პაპუაშვილი.