ფოკუსშია დამხობის საქმის არაერთი ეპიზოდი, ასევე — შესაძლო კოორდინაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე — მის ფარგლებს გარეთ. უსაფრთხოების სამსახური და საგარეო უწყება ერთობლივად იკვლევენ, რა გავლენა მოახდინა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დღეს განვითარებულ მოვლენებზე თბილისში.
სოციალურ ქსელებში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს განცხადებები შტურმის პარალელურად გამოჩნდა, ამ განცხადებების ქრონოლოგიამ და თანმდევმა კომენტარებმა კი ახალი კითხვა წარმოშვა: ეს იყო უცხოელი აქტორების ემოციური რეაქცია, თუ წინასწარ კოორდინირებული პოლიტიკური მხარდაჭერა?
ხელისუფლებისთვის უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები ქვეყნის შიგნით განვითარებული ძალადობრივი მოვლენების წახალისებად აღიქმება. მაშინ, როცა "ქართული ოცნება" კვლავ გარე ჩარევის ნიშნებზე საუბრობს, ოპოზიცია აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციები მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტისადმი სოლიდარობის გამოხატვა იყო.