ოსლოში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის 2025 წლის ლაურეატი დაასახელეს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა.
ნობელის კომიტეტში განმარტავენ, რომ პოლიტიკოსს ჯილდო "ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებების დაცვისთვის მიზნით მუდმივი საქმიანობისთვის და დიქტატურიდან დემოკრატიამდე სამართლიანი და მშვიდობიანი გარდამავალი პროცესისათვის ბრძოლისთვის" გადაეცა.