19 ივნისი 2026,   11:38
ვრცლად
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა - ისრაელის მთავრობამ მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელის მთავრობამ მძევლების გათავისუფლების გეგმა დაამტკიცა. განცხადება პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკულ მხარეს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ტრამპი ვარაუდობს, რომ "ჰამასი" მძევლებს "ორშაბათს ან სამშაბათს" გაათავისუფლებს.

შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების გარდა, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს პალესტინელი პატიმრები, უნდა გაიყვანოს ჯარები ღაზიდან და შეუშვან ჰუმანიტარული ტვირთი ანკლავში.

ისრაელისა და ღაზას ტერიტორიაზე მოსახლეობა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ზეიმობს.

დღის ამბები