21 ივნისი 2026,   12:09
ვრცლად
ჩეხეთში გამარჯვებული პარტიის ლიდერი ბაბიში: დაივიწყეთ ყოველგვარი თანხა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად

ჩეხეთში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა ანდრეი ბაბიშმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია და დაადასტურა, რომ უკრაინას იარაღის საყიდლად ფინანსებს არ გამოუყოფს.

"უკრაინას ჩვენი ბიუჯეტიდან იარაღის შესაძენად ერთ კრონასაც არ მივცემთ. ჩვენ ფული ჩეხეთის რესპუბლიკისთვისაც არ გვაქვს", - განაცხადა ბაბიშმა.

როგორც ბაბიშმა აღნიშნა, კიევი უკვე იღებს მილიარდობით დოლარის ფინანსურ დახმარებას ევროკავშირისგან. ამასთან, მან განმარტა, რომ ჩეხური იარაღის კომპანიებს, უკრაინაში ექსპორტის გაგრძელება შეუძლიათ.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს", - განაცხადა ბაბიშმა.

ამავდროულად, მან ნატოს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ჩეხეთის ინიციატივას საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

დღის ამბები