კონკურენციის სააგენტო ბენზინისა და დიზელის ბაზრის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. სააგენტოს შეფასებით, სექტემბრის ჩათვლით, ფასების ზრდა და შემცირება თანხვედრაში იყო საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან და იმპორტირებული საწვავის ღირებულებასთან. იანვარში დაფიქსირდა საცალო ფასების ზრდა, ივნისიდან დღემდე, კი მსხვილი კომპანიების საცალო ფასები გაიზარდა საშუალოდ 15-20 თეთრით, მცირე ქსელებში კი დიზელზე ზრდა უფრო მეტი იყო.
“საქართველოში საწვავის ფასის ფორმირებას უზრუნველყოფს საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები და ასევე, ადგილობრივი ვალუტის კურსი. ორივე მიმართულებით, წესის გარკვეულ პერიოდებში მსოფლიო ბაზარზე ფასი იცვლებოდა ხან ზრდის, ხან კლების მიმართულებით და ადგილობრივ ბაზარზე არსებული ვითარება მთლიანობაში მიყვებოდა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტრენდს. ამას ხელს უწყობდა ფასების სტაბილიზაციას და სამართლიანი ფასების ფორმირებას ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი და მისი გამყარების ტენდენცია“, - აცხადებს საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.