პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში და ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. ინდექსი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალური ინოვაციების 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში გამოაქვეყნა.
ინდექსი ზომავს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინების წილს ეკონომიკაში და მოიცავს სააქციო კაპიტალის ჯამს და სხვა გრძელვადიან და მოკლევადიან პირდაპირ უცხოურ კაპიტალდაბანდებებს.
რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 30 სახელმწიფოს.