15 აგვისტო 2026,   04:44
ვრცლად
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციის თემაზე ვორკშოპი გაიმართება

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ვორკშოპი “პროდუქტის განთავსების მნიშვნელობა მარკეტფლეისზე” გაიმართება. ღონისძიება 13 ოქტომბერს ჩატარდება და მას მარიშა გოგოლაური, EXTRA-ს მარკეტინგის დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპზე მეწარმე ქალები გაიგებენ:

როგორ ამარტივებს მარკეტფლეისი ბიზნესის ოპერირებას;

როგორ შეუძლია ბიზნესს დაზოგოს დრო და ხარჯები;

რა როლი აქვს ე.წ Buy Box-ებს ელექტრონულ კომერციაში;

როგორ წარმოვაჩინოთ პროდუქტი ფიზიკურ და ონლაინ სივრცეში;

როგორ შეიძლება პროდუქტის შექმნა და მისი მთავარი ღირებულებების გამოყენება ბრენდის პოზიციონირების დროს;

რამდენად მრავალფეროვანია გაყიდვების არხები და სხვა.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება და დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სპიკერთან ერთად საკუთარი საქმიანობისთვის საინტერესო საკითხები განიხილონ.

ღონისძიება 13 ოქტომბერს, 17:00-ზე საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

 

(R)

დღის ამბები