"შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იყო მაღალი სტანდარტის პროცესი, გამართული, პროფესიონალური, სრულყოფილი და ინკლუზიური", - ასე შეაფასა საქართველოში გუშინ ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები შოტლანდიელმა დამკვირვებელმა ალაა გარადიმ.
მისი თქმით, პროცესი იყო თანმიმდევრული, გამართული და მშვიდი.
"როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, პროცესს ვადარებ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებს, მაგალითად: შოტლანდიაში და გაერთიანებულ სამეფოში. ამიტომ, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იყო მაღალი სტანდარტის პროცესი, გამართული, პროფესიონალური, სრულყოფილი და ინკლუზიური. პროცესი იყო თანმიმდევრული, გამართული და მშვიდი, ხოლო ყველა თანამშრომელი, ვისაც საარჩევნო უბნებზე შევხვდით, მუშაობდა პროფესიონალურად და ზუსტად იცოდა რას აკეთებდა", - განაცხადა ალაა გარადიმ.