"მე ძალიან ბევრი საარჩევნო სისტემა მინახავს ევროპის მასშტაბით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საარჩევნო სისტემა და საარჩევნო უბნები 100%-ით არის დაცული," - ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნორბერტ რევაი-ბერემ "რუსთავი 2-ის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, უსაფრთხოება არის გარანტირებული.
"უსაფრთხოება არის გარანტირებული. ჩვენ ვისაუბრეთ სკანერებზე, რომლებიც გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს სკანერები თუკი კარგი იყო ამერიკის მოქალაქეებისთვის, მაშინ კარგია საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. თქვენ საარჩევნო სისტემა არის ძალიან დაცული," - აღნიშნა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.