"ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნებისა" და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს", - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, მიუხედავადა იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დაბალი აქტივობა ახასიათებს, ბოლო დროის მონაცემებით, თბილისში თავის ნება 300 000-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა.
"მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000-მდე ამომრჩეველმა. როგორც უკვე აღინიშნა ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნებისა" და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომეშველე 70%-ზე მეტი უცხადებს.
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა, ამომრჩევლებს, რომელიც ჯერ არ მისულხართ საარჩევნო უბნებზე, მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ, თქვენ მიერ გამოცხადებული დნობა არის გარანტია იმისა, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალაქის თითოეულ უბანში", - განაცხადა კახა კალაძემ.