"ჩვენ წარმოვადგინეთ, დავდეთ კონკრეტული პროგრამა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, ავარიული სახლების ჩანაცვლება განვახორციელოთ," - ამის შესახებ ამის შესახებ თბილისის მერმა, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ამასთან, კალაძემ იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც ავარიული საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებით არსებობს
"თუმცა აქაც არის გამოწვევები, მარტივი არ არის ერთ კორპუსში მცხოვრებ 90 ადამიანს ესაუბრო და ყველა დაიყოლიო. არიან ისეთებიც, ვინც, მაგალითად, პოლიტიკური შეხედულებების გამო არ აწერს ხელს და არ უნდა პროექტი განხორციელდეს. უამრავი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ, სადაც 90% თანახმაა იქ მცხოვრები ოჯახების და რამდენიმე ოჯახი წინააღმდეგია. ეს მათი საკუთრებაა და სააკაშვილის ხელისუფლება ხომ არ ვართ, რომ ძალით გამოვიყვანოთ ხალხი კერძო საკუთრებიდან.
ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, წაახალისონ ყველაფერი არაკანონიერი და ბოროტება. იმის ნაცვლად, რომ გამოხვიდე და თქვა სიმართლე, ის კერძო საკუთრებაა და შენ მოქალაქეს არ გაქვს უფლება შეხვიდე სხვის კერძო საკუთრებაში და იცხოვრო. მესმის, შენ ხარ გაჭირვებული, არ გაქვს შესაძლებლობა, აქ ვართ ჩვენ - მერია, მუნიციპალიტეტი, მზად ვართ დროებით გაგიყვანოთ ქირით, უზრუნველყოფილი იქნები ყველანაირად. შემდეგ, როდესაც მიიღებ უსახლკაროს სტატუსს, გადმოგცემთ საცხოვრებელს. 400-მდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, ვისაც უსახლკაროს სტატუსი ჰქონდა.