19 ივნისი 2026,   18:03
ვრცლად
ნიუ-იორკში, გაზის აფეთქების შედეგად, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა

აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაზის აფეთქების შედეგად, 20-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი ჩამოინგრა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაციას new york post-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ცნობით, პირველი მაშველები Mitchel Houses-ის შენობასთან, დაახლოებით დილის 8:10 საათზე მივიდნენ მას შემდეგ, რაც შენობაში გაზის აფეთქების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალური პირების თქმით, მეხანძრეებმა აღმოაჩინეს, რომ აფეთქების შედეგად, 20-სართულიან შენობაში ნაგვის საწვავი შახტი ჩამოინგრა.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, შენობის დიდი ნაწილი ჩამოიშალა.

"ნიუ-იორკელებო, ბრონქსის მოტ ჰეივენის რაიონში საგანგებო სიტუაციის შესახებ შემატყობინეს. ჩვენ მაშველებისგან ვიღებთ სიტუაციის სრულ შეფასებას და გავაგრძელებთ განახლებული ინფორმაციის მოწოდებას. გთხოვთ, თქვენი უსაფრთხოებისთვის მოერიდოთ ამ ტერიტორიას“, - დაწერა სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის მერმა, ერიკ ადამსმა.

დღის ამბები