15 აგვისტო 2026,   07:41
ვრცლად
"ხვალიდან დავიწყებ ვიდეო გაკვეთილებს, როგორ დავამხოთ ივანიშვილი" - ზვიად კუპრავა ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც დამხობის გეგმაზე საუბრობს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, "ხვალიდან დავიწყებ ვიდეო გაკვეთილებს, როგორ დავამხოთ ივანიშვილი".

კუპრავა ვიდეო მიმართვაში დამხობის გეგმას განმარტავს და ტაქტიკურ ამოცანად 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას სახავს. კუპრავას თქმით, საარჩევნო უბნებზე შეჭრას გეგმავს, რასაც მისი თქმით, დომინოს პრინციპი ექნება.

"ასიათასობით ადამიანმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანაა 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას? 4 ოქტომბერს თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი. მათ შორის, საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. 500 პუნქტი ივანიშვილმა იცის, რომ არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში პრაქტიკულად გააკონტროლებს. დილიდან, როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან 1 სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შედეგადაც მიიღებს დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა. ვიღაც ალბათ იფიქრებს დაგიჭერენო - ვერ დამიჭერენ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს რესურსი დღეს, რომ მე ან ვინმე დაიჭიროს. მეორე, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ივანიშვილი დაიჭერს საკრებულოს წევრს, მისი სტრატეგიული ამოცანა- მშვიდად ჩაატაროს რუსული სპეცოპერაცია, ვერ იქნება მიღწეული. შესაბამისად, ის მაინც ის დაემხობა. არის კიდევ მესამე გზა, თუ 4 ოქტომბრამდე მიხეილ სააკაშვილი და პოლიტპატიმრები იქნებიან თავისუფალი, მე როგორც ერთი ადამიანი, იმ წუთიდან დავჯდები სახლში და 5 ოქტომბრამდე არ გამოვალ სახლიდან. ეს არის კომპრომისი, გნებავთ ვაჭრობა დაარქვით ბატონო ივანიშვილო, გნებავთ თქვენი საყვარელი საქმიანობა, გნებავთ მუქარად მიიღეთ. თუ პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებულები, თქვენ 4 ოქტომბერს დაემხობით", - აცხადებს ზვიად კუპრავა.

დღის ამბები