18 აგვისტო 2026,   00:50
ვრცლად
30 სექტემბერს "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.

მათი ცნობით, 30 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩის აბონენტებს.

"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 სექტემბერს 15:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს - სოფელ დიღომში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჩალიპირების და მიმდებარე ქუჩებზე შეეზღუდებათ.

15:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში - 13 ასურელი მამის, ალ. ყაზბეგის, სვეტიცხოვლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები