სასტუმრო "ჰუალინგში" ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით ოფიციალური მიღება მოეწყო, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებას ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.