18 აგვისტო 2026,   01:50
ვრცლად
"მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია, ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, მან არ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია" - მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი

დეზინფორმაციად და სიცრუედ აფასებს "ქართული ოცნება" ევროსაბჭოში, მზია ამაღლობელის ადვოკატის განცხადებებს. მაია მწარიაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებათა პრიზი უკრაინელ ჟურნალისტს, მაქსიმ ბუტკევიჩს გადაეცა. კანდიდატებს შორის დასახელებული იყო მზია ამაღლობელიც.

მწარიაშვილმა ისაუბრა ამაღლობელის საქმეზე და თქვა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით იდევნება და უკანონო პატიმრობაშია.

"მზია საკუთარ ქვეყანაში სინდისის პატიმარია. ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. მან არ აღიარა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. უარი თქვა თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მზია უკანონოდ არის პატიმრობაში და უფრო ზუსტად, კი ის მძევალია. პატივცემულო ასამბლეის წევრებო, თუ სასამართლო დარბაზები დადუმდება და თუ ისინი, ვინც მზია დაატყვევა, დაინახავენ, რომ ცივილიზებული მსოფლიო აღარ ადევნებს თვალს და სამართლიანობის დამახინჯება დაუსჯელი რჩება, მაშინ ვშიშობ, რომ ციხე გახდება ადგილი, საიდანაც ვეღარასდროს მივა ხმა ევროპამდე, ამას ნუ დაუშვებთ“, - აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

დღის ამბები