"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? - ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ რადიკალური ოპოზიციის წევრები სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს დგას სწორ გზაზე და სადაც ყველაფერი "ფეიკია".
"რადიკალური ოპოზიციისთვის ყველაზე დიდი პრობლემა რა აღმოჩნდა იცით? - ის, რომ საქართველოს საერთაშორისო ლეგიტიმაცია და აღიარება უკვე ფაქტია. გუტიერეში პირადად მადლობას უხდის საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის არჩევისთვის, ტრამპიც იმავე ღირებულებებზე საუბრობს, მაგრამ… მათი „სამყარო“ სულ სხვაა: • რეალური ფოტო „ფოტოშოპია“; • ტრამპის საზეიმო ვახშამზე ყოფნა – „იგნორია“; • თვითონ ტრამპის 26 მაისის მილოცვის წერილიც "ფეიკად" გაასაღეს და გადამალეს. ანუ, რასაც ვერ "აპრავებენ", იმას არარსებულად აცხადებენ. ამ სიცრუით კვებავენ თავიანთ მომხრეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც უკვე ფსევდო-რეალობაში ცხოვრობენ, სადაც საქართველო არასდროს სწორ გზაზე დგას და სადაც ყველაფერი "ფეიკია". რეალობაში კი – ოპოზიციაა ჩამოშლილი, და არა საქართველო. თვითონ არიან "ფეიკი", თვითონ ჩამოყალბდნენ "ფოტოშოპის პოლიტიკოსებად". 4 ოქტომბერი კი ამ პოლიტიკური ნაგვის, ქართული რეალობიდან გახვეტის დღედ უნდა იქცეს", - წერს ქადაგიძე.