"ქართული ოცნების" ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური წურწუმიას ქუჩის მაცხოვრებლებს და ნაკადულის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი და "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილიც ესწრებოდნენ.