18 აგვისტო 2026,   01:46
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დელეგაციას უმასპინძლა.

პოლკოვნიკი დავით თამაზაშვილი შეხვდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით საკითხთა ბიუროს დირექტორს და ასევე შტატების ექსპორტ-კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მრჩეველს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საელჩოს წარმომადგენლებს გააცნო უწყების პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

შეხვედრის დასასრულს, პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში აქტიური მხარდაჭერისთვის.

დღის ამბები