10 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
უნიკალური ბუნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომია და მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია - საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზში, საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

უნიკალური ბუნება, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომია და მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია - საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზში, საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან.

ეროვნულ სტენდზე ევროპის ქვეყნებიდან ჩასულ ათი ათასობით ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს, ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებზე დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

IFTM Top Resa-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.

გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეხვედრებს საფრანგეთის წამყვან ტუროპერატორებთან და მედიის წარმომადგენლებთან მართავს.

ეროვნულ სტენდს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ესტუმრა. ირაკლი ყურაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის მნიშვნელოვანია.

პარიზის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა მსოფლიოს ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, სადაც 100-ზე მეტი ქვეყნის 1 500-მდე ტურისტული კომპანია მონაწილეობს და ყოველწლიურად ათი ათასობით ვიზიტორი სტუმრობს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები