23 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი, ზელენსკი რის დაკარგვაზე საუბრობს, ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან

არ ვიცი, ზელენსკი რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მათი დამოკიდებულება ცნობილია, ომში მყოფი ქვეყნის მიმართ და ამიტომ შეფასებისგან იკავებენ თავს.

"ბატონი ზელენსკი ტრაგიკული პიროვნებაა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, არამედ როგორც ხდება ეს ყველაფერი, ამის გამოა ტრაგიკული. არ ვიცი, რის დაკარგვაზე საუბრობს. ადამიანმა თავისი ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა და საკუთარი ოფიციალური სტატისტიკითვე, მოსახლეობის 40 პროცენტი გაქცეულია ქვეყნიდან. ფაქტობრივად, ეს მოსახლეობაც დაკარგა, რადგან ალბათ რთულია, წარმოიდგინო, რომ უკან დაბრუნდება ეს რაოდენობა მოქალაქეებისა, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია, გავიდნენ უკრაინიდან, სადღაც დაფუძნდნენ და დიდი ალბათობით, იქაც დარჩებიან. ასე რომ, ეს არის ის დანაკარგები, რასაც ბატონი ზელენსკი განიცდის. ერთ რამეს ვიტყოდი, ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია, ომში არის უკრაინა და ჩვენ ვერიდებით ზედმეტ კომენტარებს, ან ზედმეტ შეფასებებს, მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის სპეცსამსახურებმა შემოგვიგზავნეს აქ სააკაშვილი, რათა საქართველო აერიათ. ეს გაგვიკეთა ჩვენ უკრაინის ხელისუფლებამ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები