მანიპულირება საქართველოს თემით - რისთვის გამოიყენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს ტრიბუნა - ქვეყანა, რომელიც უკვე 4 წელია, რუსეთთან ომშია, ახლა ფულს ითხოვს მოლდოვასთვის და ამის მიზეზად და მაგალითად მოჰყავს საქართველო. "ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ. იქ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული" - ამბობს ზელენსკი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ზელენსკიმ და ზოგადად "დიფ სთეითმა" საქართველო რომ დაკარგა, ამაში ცუდი არაფერია.
"ზელენსკიმ და ზოგადად "დიფ სთეითმა" რომ საქართველო დაკარგა, ამაში, მე მგონი, ცუდი არაფერი არის. ის, რომ "დიფ სთეითს", გლობალური ომის პარტიას, მათ შორის, სამწუხაროდ, ზელენსკის, რომელიც შემადგენლობაშია "დიფ სთეითთან" და რომელიც, თავის ხელისუფლებასთან ერთად, ისურვებდა საქართველოს ბავშვებისა და ქალების დახოცვას და ა.შ., რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ომმა დაკარგა საქართველო, ლგბტ პროპაგანდამ დაკარგა საქართველო, სამაგიეროდ, საქართველო შეიძინა მშვიდობამ, ცივილიზაციამ, ტრადიციებმა, რწმენამ და, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაიკარგება საქართველო ისეთი "დიფ სთეითის" და გლობალური ომის პარტიის წარმონაქმნებზე, როგორიც არის ზელენსკი და მისი ხელისუფლება", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.