15 აგვისტო 2026,   08:30
ვრცლად
"ამ აქციას ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი რუსთაველის გამზირის სახით, რომელსაც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის სახით" - ლევან სანიკიძე

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე საუბრობს, ვინ არის პასუხისმგებელი 4 ოქტომბერზე, უფრო ზუსტად კი, როგორც დაგეგმილ აქციაზე, ასევე მომდევნო დღეზე.

როგორც ლევან სანიკიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას აღნიშნა, კონკრეტულ გეგმასთან, მოთხოვნებთან და შეკრების ადგილებთან დაკავშირებით განცხადებები 4 ოქტომბრამდე გაკეთდება. 

"დავიწყოთ იმით, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. ერთი შეიძლება იყოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მეორე შეიძლება იყოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მე ასე ვუყურებ - ამ აქციას ჰყავს კონკრეტული ორგანიზატორი, რუსთაველის გამზირის სახით, რომელსაც ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, პაატა ბურჭულაძის სახით და ლევან ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე.... 

მაგრამ, პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, ეს იმდენად სახალხო პროცესია და იმდენად აპარტიული პროცესია და მე პირადად, როდესაც 4 ოქტომბერზე ვსაუბრობ, ვერიდები, რომ პარტიის სახელით ვისაუბრო და ვსაუბრობ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და ახალგაზრდა, რომელსაც მსურს ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და იგივე მინდა ჩემი თანატოლებისთვისაც, ბუნებრივია, რომ გეგმა იქნება თუ ლოჯისტიკა თუ ა.შ. ამასთან დაკავშირებით გაკეთდება შესაბამისი განცხადებები, სად არის შეკრების ადგილები, რა იქნება მოთხოვნები, ეს არის პასუხისმგებლობის ერთი ნაწილი, მაგრამ პასუხისმგებლობას ასევე, მე პირადად რასაც ვხედავ და რაც ცალსახად არის წარმოდგენილი, ის, რომ ეს პროტესტი იქნება თავად აქციის მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი, კონსტიტუციური და კანონიერი, ეს ფაქტობრივი მოცემულობაა", - აცხადებს ლევან სანიკიძე.

დღის ამბები