19 ივნისი 2026,   05:43
ვრცლად
გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარეს - რას პასუხობს ისრაელი

გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარეს. შესაბამისი ოფიციალური განცხადებები უკვე გააკეთეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ.

"75 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ ისრაელის სახელმწიფო, როგორც ებრაული ხალხის სამშობლო. დღეს კი ვუერთდებით 150-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც ასევე აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს," — აღნიშნა სტარმერმა.

კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მუდმივმა თავდასხმებმა ღაზაზე "ათიათასობით მშვიდობიანი მცხოვრების სიკვდილი გამოიწვია. კანადა აღიარებს პალესტინას და პარტნიორობას სთავაზობს მშვიდობიანი მომავლის შექმნაში როგორც პალესტინისთვის, ისე ისრაელისთვის".

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზეს და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავსტრალია "აღიარებს პალესტინის ხალხის ლეგიტიმურ და ხანგრძლივ მისწრაფებას სახელმწიფოებრიობისკენ".

ქვეყნებს უპასუხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, პალესტინის სახელმწიფო არ იარსებებს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ დასავლელი ლიდერების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება "ტერორიზმს აჯილდოებს".

დღის ამბები