დონალდ ტრამპი ვენესუელას მოუწოდებს, დაიბრუნოს შეერთებულ შტატებში მყოფი ვენესუელელი პატიმრები.
ტრამპის თქმით, თუ ვენესუელა პატიმრებს არ დაიბრუნებს, მაშინ მათ დიდი ფასის გადახდა მოუწევთ.
"ამ მონსტრების გამო, ათასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა და მოკვდა. მოაშორეთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, ახლავე! ანდა, ფასი, რომელსაც გადაიხდით, უთვალავი იქნება", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.