ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში, პაატა სალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა მალტის, თურქეთის და უკრაინის იუსტიციის მინისტრებთან. მან ხელი მოაწერა ასევე სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებით ოქმს.
ღონისძიებაში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობდნენ.
"გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები, მალტის იუსტიციის მინისტრთან , თურქეთისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრებთან, სადაც განხილული იქნა, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ. განხილულ იქნა კონკრეტული საკითხები, საუბარი იყო მიმდინარე აქტივობებზე და დასახულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები, რაც ხელს შეუწყობს როგორც ინდივიდუალურად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას ამ სფეროში, ასევე კონვენციის ფარგლებში უკვე დამატებითი ოქმის გათვალისწინებით, ურთიერთთანამშრომლობას," - აცხადებს პაატა სალია.