ვარლამ წიკლაური შეხვედრებს განაგრძობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი რუსთაველისა და საფარის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.
ვარლამ წიკლაურმა ამომრჩეველს გუნდის მიზნები და პრიორიტეტები გააცნო. კანდიდატმა ადგილობრივებთან ერთად, იმსჯელა არსებულ საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ახალციხეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით ახლა მიმდინარეობს.
"შეხვედრები გავმართე ქალაქ ახალციხეში, საფარისა და რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლებთან. მოვისმინე მათი საჭიროებები, ვიმსჯელეთ გამოწვევების გადაჭრის გზებზე და დავპირდი, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ერთად უნდა ვაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი კარი საქმე," - აცხადებს ვარლამ წიკლაური.