აფეთქებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან - ტერიტორიაზე შავი კვამლი ფიქსირდება. ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს.
რამდენიმე საარტილერიო ჭურვი ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ ჩამოვარდა და ხე-მცენარეებს ცეცხლის წაეკიდა. ხანძარი კონტროლირებადია - იუწყება საერთაშორისო ორგანიზაცია.
სააგენტო კიდევ ერთხელ წერს მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე საფრთხეებზე და "სანამ ძალიან გვიან არ არის", ყველას მაქსიმალური სამხედრო თავშეკავების გამოჩენისკენ მოუწოდებს.