19 ივნისი 2026,   11:00
ვრცლად
უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა - რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსული დრონებით იერიშების დროს, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა.

უწყების ცნობით, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუმინეთმა „ეფ-16-ის" ტიპის ორი გამანადგურებელი აამოქმედა. უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში დრონების მოქმედების გამო, გუშინ სამხედრო ავიაცია მუშაობდა პოლონეთის საჰაერო სივრცეშიც.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას რუსეთის დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.

დღის ამბები