გედევან ფოფხაძის განცხადებას, სადაც "კოალიცია ცვლილების" წევრმა "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ მმართველი გუნდის არც ერთი წვერის განადგურებაზე გული არ დაწყდება, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის თქმით, ვერავინ გაიგო, რომელ პარტიას ეკუთვნის გედევან ფოფხაძე.
"მე მგონია, რომ გედევან ფოფხაძემ მიაღწია თავის მიზანს - გამოჩნდა, როგორც იქნა. ისე, ეძგვერაძე ბარნაბასავითაა - რომელ პარტიას ეკუთვნის, ვერ გაიგო ვერავინ. მე არ მგონია, რომ მარტო სხვისი სიკვდილი უხაროდეს - მე ვფიქრობ, რომ იმისათვის, რომ ისტორიაში ჩაიწეროს როგორმე, თვითონაც არის რადიკალურ ნაბიჯებზე წამსვლელი. ამ ყველაფერს თუ აქვს პოლიტიკური მიზანი პოლიტიკური ფიგურის მხრიდან, რასაკვირველია, ეს ახალგაზრდობაში გარკვეულ ნიადაგს პოვებს. ეს არის მიზანი ხელის გარტყმის, ბანერის დაზიანების, განუკითხაობის ატმოსფეროს შექმნის და ამ ყველაფერს სხვადასხვა ელჩები არათუ გმობენ, არამედ მხარს უჭერენ თავიანთი ქმედებებით და განცხადებებით", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.