18 აგვისტო 2026,   00:24
ვრცლად
ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ მელიქიშვილზე, არის გარედან მართული ფაშიზმი - არჩილ გორდულაძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი მთავრობის სხდომიდან გამოეხმაურა. კახა კალაძემ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა. მელიქიშვილის გამზირზე საარჩევნო შტაბთან დაზიანებულია ბანერები, რომლებზეც წარწერები აქციის მონაწილეებმა გააკეთეს. აქტივისტებმა შენობის მისამართით ბოთლები და კვერცხებიც ისროლეს. ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ მელიქიშვილზე მომხდარი ამბავი გარედან არის მართული. 

"ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ მელიქიშვილზე, ეს არის გარედან მართული ფაშიზმი. ჩვენ ახლა ვართ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში, სადაც მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმარება. ამ ყველაფერში და მზადებაში ხელი ეშლებათ ადამიანებს და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ესენი არიან გარედან მართული იორკები, რომლებსაც არც კაცის და არც ქალის სახე არ აქვთ შენარჩუნებული. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ყველა ზღვარს გადასცდნენ, პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ პატრონებს და იმ ელჩებს, რომლებიც თავიანთი სიჩუმით და ამ ადამიანებთან გვერდში დგომით ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში შუღლის შემოგდებას,"- აცხადებს არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები