"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ხვდება.
ზურაბ აბაშიძე, რუსთაველის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მოსახლეობის საჭიროებებს.
"ჩვენ შევხვდით რუსთაველის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობას, სადაც უამრავ საკითხზე იყო საუბარი. კონკრეტულად, ისტორიულ უბანს რაც შეეხება, ის პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს, საკმაოდ ინტერაქტიურია შეხვედრები," - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.