ლაშა კალანდაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა რუსთავში - "ჩემი მეგობარი ქალაქი" - ასეთია ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის გალერეაში გახსნილი ექსპოზიციის სახელწოდება.
გამოფენა რუსთავს ეძღვნება და ის ერთი თვის განმავლობაში ყველასთვის ღია იქნება.
რუსთავის ხელოვნების გალერეა ერთი წლის წინ, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიხსნა.