22 აგვისტო 2026,   11:01
ვრცლად
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დღესაც გრძელდება.

ფილარმონიასთან შეკრებილმა დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე მსვლელობით გადაინაცვლეს და შტაბთან განლაგებული რკინის ჯებირები დააშალეს. კვლავ ისმოდა "ქართული ოცნების" წევრებისა და მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი შენობის მისამართით ბოთლებიც ისროლა.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია. იყო სიტყვით გამოსვლებიც, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დემონსტრანტებს მოუწოდა ყოველდღიურად შეიკრიბონ თბილისი მერის საარჩევნო შტაბთან და არ მისცენ მას მუშაობის საშუალება.

დღის ამბები