18 აგვისტო 2026,   02:42
ვრცლად
პრემიერის ინიციატივით, რეგიონებში ურბანული განვითარებისთვის ახალი სტანდარტი წესდება, რომელიც შენობა-ნაგებობების იერსახეს მთლიანად შეცვლის

პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შენობა-ნაგებობების იერსახეს მთლიანად შეცვლის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩამოყალიბდება ახალი სტანდარტი, რომელიც ურბანულ ქსელს მოერგება და არქიტექტურას მეტად გააუმჯობესებს. იგივე შეეხება გაზიფიკაციის პროცესს. ცვლილებებით, პროექტები მიწის ქვეშ განხორციელდება.

ინიციატივა უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. უწყება შესაბამის სტანდარტებს შეიმუშავებს. ახალი პროექტი პროფესიულ წრეებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდება და მუნიციპალიტეტებში ერთიან სტანდარტებს დანერგავს.

ინიციატივას აფასებენ არქიტექტორთა კავშირშიც. ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია სტანდარტი კონკრეტული რეგიონის სპეციფიკას იყოს მორგებული.

დასახლების ვიზუალური, ესთეტიური და იერსახის სხვა მახასიათებლების რეგულირებაზე კონკრეტული სტანდარტები უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

დღის ამბები