პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირი 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია. ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის ოპოზიცია.
"ახალი გაგზავნილია მოწვევა და ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ დაესწრებიან, დააკვირდებიან არჩევნებს და კვლავ დადებენ დასკვნას, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ტარდება [სამართლიანად].
ოპოზიცია რას აღიარებს [არ არის საინტერესო]... ოპოზიციას, რომ ჰკითხო, ალბათ საქართველოს თავზე მზე არ ამოდის. ასე რომ, ოპოზიცია რას იტყვის, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად დაინახა მათი სახე, რომ ეს ადამიანები დადიან კარდაკარ და იხვეწებიან უცხოელებისგან, რომ როგორმე დაისაჯოს საქართველო," - განაცხადა მაია ბითაძემ.