საქართველოს მზარდი ეკონომიკა, გამყარებული ლარი და შევსებული სავალუტო რეზერვები - პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაზრდილ სტატისტიკაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იანვრიდან-ივლისამდე, ეკონომიკურმა ზრდამ 8 პროცენტი შეადგინა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქცენტი გაკეთდა ლარის კურსზეც, რომელიც ბოლო 7 თვის განმავლობაში, 15 თეთრით გამყარდა. პრემიერი ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტით განსაზღვრა სავალუტო ფონდმაც.
მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მცირე თუ საშუალო საწარმოების მხარდაჭერა და სტრუქტურული რეფორმები - ეკონომიკური განვითარების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორებზე კეთდება აქცენტი მთავრობის ეკონომიკურ გუნდში. ამბობენ, რომ დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, გეოპოლიტიკური თუ საგარეო შოკების მიუხედავად, ზრდას განაგრძობს.
საქართველოს მზარდი ეკონომიკის ფონზე, სავალუტო რეზერვების შევსებაზე აკეთებს აქცენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
2025 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6,5 მეათედი პროცენტი შეადგინა, ბოლო 7 თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა კი 8 პროცენტით განისაზღვრა.