15 აგვისტო 2026,   03:01
ვრცლად
ყველაზე დიდ სადამკვირვებლო მისიას მიმართვა უკვე გაეგზავნა - საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირს 4 ოქტომბრის არჩევნებზე იწვევს

ყველაზე დიდ სადამკვირვებლო მისიას მიმართვა უკვე გაეგზავნა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციას 4 ოქტომბრის არჩევნებზე იწვევს. ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საკითხის აქტუალობის გამო, პარტიების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღო. სპეკულაციებისთვის სივრცე არ უნდა დარჩეს - ასეთია პრემიერ-მინისტრის განმარტება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ იმ თავდასხმების შემდეგ, რაც წინა არჩევნებზე დადებული დასკვნის გამო, მისიაზე განხორციელდა, ეუთო/ოდირისთვის საქართველოსი ჩამოსვლა რთული გამოწვევა იქნება.

მმართველი გუნდი მზადაა ეუთო/ოდირს სრულფასოვანი დაკვირვებისთვის ყველანაირი პირობა შეუქმნას. პარალელურად იმედოვნებს, რომ ორგანიზაცია ზეწოლის მიუხედავად, საქართველოში მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებს.

საქართველოში ეუთო/ოდირის ჩამოსვლა ოპოზიციის სურვილიცაა, თუმცა ყველასი არა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფებისთვის სულ ერთია, რა მასშტაბის მისია დააკვირდება საარჩევნო პროცესს, განსხვავებით არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან.

ავტორიტეტული ინსტიტუციის შეფასება ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი არც აქამდე ყოფილა - აცხადებს "ქართული ოცნება", სადაც დღეს ეუთო/ოდირის 2024 წლის არჩევნების დასკვნა და თავდასხმები გაიხსენეს. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მოცემულობა ამჯერად მაინც შეიცვლება და სადამკვირვებლო ორგანიზაცია საკუთარ რეპუტაციას თავადვე დაიცავს.

მთავრობის ოფიციალურ მიმართვას ეუთო/ოდირი ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა სადამკვირვებლო მისია ხელისუფლებას, ზუსტად ორი თვის, თავადვე სთავაზობდა 4 ოქტომბრის არჩევნებზე მოწვევას. საჯაროდ გამოთქვამდა მზაობას - საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნისთვის..

დღის ამბები