სამცხე-ჯავახეთში "გემო ფესტი" პირველად ტარდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გასტრონომიულ ფესტივალს ბორჯომის პარკი მასპინძლობს. 2 დღის განმავლობაში, ბორჯომში, ადგილობრივებსა და სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები.
ფესტივალში 15-მდე ადგილობრივი მზარეული და 30-ამდე მეწარმე მიიღებს მონაწილეობას. ტერიტორიაზე მოეწყობა კვებისა და ღვინის ზონები, სამეწარმეო ბაზარი, გასართობი და ფოტო სივრცეები. დღის ბოლო დასრულდება კონცერტით.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი.