ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემის ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა უკანონოდ შეიძინა და მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, უკანონოდ გადასცა "მეთადონის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რომელსაც ასევე, უკანონოდ ინახავდა.
ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია "მეთადონის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.