15 აგვისტო 2026,   09:52
ვრცლად
"ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა

თბილის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და "ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდა.

ზურაბ აბაშიძე, "ქართული ოცნების" მთაწმინდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ დავით კირკიტაძესთან ერთად, ახვლედიანის, ნიკოლაძის და ვაშლოვანის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე ისაუბრეს.

"ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, იმ საკითხებზე, რომელიც აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს, და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ დიდ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენ დედაქალაქში. პირველ რიგში მინდა ვთქვა, ვერის პარკი, რომელიც არის ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, უახლოეს პერიოდში დასრულდება რეაბილიტაცია და ყველა მოქალაქე, როგორც ამ ქუჩის მცხოვრებლები და ვერის მოსახლეობა, ასევე მთელი თბილისის მოსახლეობა ისარგებლებს პარკით", - აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

 

დღის ამბები