საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რუსთავის წყალმომარაგებაში დაშვებული დარღვევების და საინვესტიციო გეგმით შესასრულებელი პროექტების ვადაგადაცილების გამო, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" სანქციებს დაუწესებს.
რუსთავის მერიამ, სემეკს საკითხის შესწავლის თხოვნით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მიმართა.
კომისიამ უკვე გამოვლენილი დარღვევების შესახებ იმსჯელა და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დამატებითი სხდომა 11 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
სემეკში გამართულ საჯარო სხდომას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და "ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.