19 ივნისი 2026,   11:58
ვრცლად
ლისაბონში ფუნიკულიორის ვაგონის ლიანდაგიდან გადასვლისა და ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა - პორტუგალიაში გლოვის დღე გამოცხადდა

ფუნიკულიორი გლორია, ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათი და 15 წუთი - სამთო ტრამვაის ვაგონი ლიანდაგიდან გადადის და შენობას ეჯახება.

ტრაგიკულ შემთხვევას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პორტუგალიაში გლოვის დღე გამოცხადდა.

გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან ტურისტები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებით ქალაქს ათვალიერებდნენ. მომხდარის შედეგად დაშავდა 22 ადამიანი, მათგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

ლისაბონში, გლორიას მოედანზე დღეს უჩვეულო სიჩუმეა. ადგილზე ადამიანები მხოლოდ სამძიმრის გამოსახატად მიდიან და დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

პორტუგალია სამძიმრის წერილებს იღებს მთელი მსოფლიოდან . განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უწყება დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

დღის ამბები