18 აგვისტო 2026,   00:24
ვრცლად
ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სოციალური, ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა - 5 ძირითადი მიმართულება, რომელსაც კახა კალაძე და მისი გუნდი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მთავარ პრიორიტეტებად ასახელებს

გამოცდილება 8 წლის განმავლობაში ბევრი დაუგროვდა, ისიც კარგად იცის, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქალაქი. ახლა უკვე მესამედ, საკუთარ გუნდთან ერთად, მერობისთვის ემზადება, რომ დედაქალაქი ადგილობრივებისთვის, კომფორტული, ტურისტებისთვის კი, უფრო მიმზიდველი გახდეს.

ქალაქის განვითარების მომდევნო ოთხ წლიანი გეგმა შემუშავებულია. გაწერილია ის ხუთი ძირითადი მიმართულებაც, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება დაეთმობა. პირველ ადგილზეა ინფრასტრუქტურული პოლიტიკა. კახა კალაძე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მასშტაბურ პროექტებს აანონსებს. დაგეგმილია რუსთაველის და ვაჟა ფშაველას გამზირების სრული განახლება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბელიაშვილის და თამარაშვილის ქუჩებსაც.

ინფრასტრუქტურული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია იქნება. დაგეგმილია 10 ავარიული ბაღის დემონტაჟი, რომელიც განახლების შემდეგ 4000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ახალი ბაგა-ბაღები აშენდება ლილოს დასახლებასა და ივერთუბანში. ოთხ წლიან სამოქმედო გეგმაში გაწერილია ისტორიული შენობების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება და რეაბილიტაცია.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის სამომავლო გეგმები მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერ მინისტრის შეფასებით, კახა კალაძემ, გასული 8 წლის განმავლობაში, დედაქალაქის სრული ტრანსფორმაცია შეძლო. მისი პრაგმატული პოლიტიკა და გამოცდილება მომდევნო ოთხ წელში ქალაქს მეტს განვითარებას მოუტანს.

ყურადღების მიღმა არ დარჩება ის სამსახური, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. განახლდება "თბილსერვისის" ავტოპარკი. 2026 წლამდე სამსახურს 24 ერთეული სპეციალური მანქანა შეემატება.

დღის ამბები