დიდუბის რაიონის მოქმედმა მაჟორიტარმა დეპუტატმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა, გივი ჩხარტიშვილმა "კურიერთან" ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩხარტიშვილის თქმით, აღნიშნული პროექტი ავარიულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას აძლევს მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს, ხოლო ამ პროცესში თითოეული ბინადრის ჩართულობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"მინდა, ავარიული შენობა-ნაგებობები გამოვყო, რომელიც პრობლემას წარმოადგენს
დედაქალაქში და ამ პრობლემებს, რა თქმა უნდა, კონკრეტული პროექტებითა და საქმეებით ვუპირისპირებთ, რომელიც ავარიული სახლების ჩანაცვლების საკითხია. ეს, თვითმმართველობისთვის და ჩვენი ქალაქისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი კარგი პროექტი, რომელიც კახა კალაძემ შეიმუშავა, არ არსებობს. ეს არის ადამიანებისთვის შეთავაზება იმის, რომ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქირით გაყვანას, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ ნაგებობაში და მათი ცხოვრების გაუმჯობესების პირობებს გამოვასწორებთ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ. რა თქმა უნდა, მათი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში. თუ ჩვენ თანხმობა არ გვექნა მოსახლეობის 100%-ით, აღნიშნულ პროექტს ვერ ვახორციელებთ", - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.