15 აგვისტო 2026,   04:53
ვრცლად
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვარლამ წიკლაურმა მორიგი შეხვედრები გამართა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ვარლამ წიკლაურმა მორიგი შეხვედრები გამართა ქალაქ ვალის ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში და სხვილის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში - ზემო სხვილისში, სხვილისში და ივლიტაში.

კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო, რის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვარლამ წიკლაური აცხადებს, რომ სამომავლოდ ბევრი კარგი საქმე გაკეთდება.

"ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და ხალხს დავპირდი, რომ ერთად ძალიან ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის და თითოეული სოფლისთვის,"- აცხადებს ვარლამ წიკლაური.

დღის ამბები